თეგებით ძიება

სამწუხაროდ, მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა - მამუკა მდინარაძე

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში მიმდინარეობს.  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

„ქუთაისში ხშირად გვიწევს ქუთაისელებთან შეხვედრა და ამ ბოლო დროს, აქტუალური თემები, იცით თქვენ რაც არის. ბევრი არ გვახსენდება უფრო ძველი ევროპული ქალაქი, ვიდრე ეს ქუთაისია და დიდი პატივისცემით მივესალმები თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთაისელს. აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, როგორც ბატონმა შალვამ [პაპუაშვილმა] ბრძანა, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს. მაშინ, როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“, - აღნიშნა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა