საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს
საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკრივრებისთვის, ჩვენ დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ დღეს დაანონსა, რომ საქართველოში ახალი სტადიონი აშენდება.