თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა

თბილისში ფეხბურთის და რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაში“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა