თეგებით ძიება

მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკვე შერჩეულია კონკრეტული კომპანია, რომელიც ახალი ტერმინალის პროექტს განახორციელებს.

„მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე ვისაუბრეთ, თუმცა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების გაერთიანება, რეგიონული მიმოსვლის განვითარება. ქვეყანაში ტურისტული ნაკადები იზრდება. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. მიმდინარე წელს პირველი კვარტალიც იყო ძალიან კარგი. რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლისას - ვიზიტორების რაოდენობის 11%-იანი ზრდა გვქონდა. ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათასზე მეტ ვიზიტორს, საიდანაც 1 მლნ ტურისტი იყო. შესაბამისად, გჭირდება განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომ მაქსიმალური პირობები შევუქმნათ ტურისტებს საქართველოში. ასევე, შიდა აეროპორტების განვითარება მნიშვნელოვანია შიდა მობილობის მხარდაჭერისთვისაც. ამისთვის, აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი. ახალი ტერმინალი აშენდება, თანამედროვე სტანდარტების. მესტია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონია, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა