თეგებით ძიება

კონტრაქციით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება - ანა ნაცვლიშვილი

ამ კონტრაქციებით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას ამ ფორმით აპირებს - „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საზოგადოებაში დანერგოს და გააღვივოს სიძულვილი, დაპირისპირება, მერე კი მართოს ის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო- სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს. გვახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხალხისთვის კონტრაქციის მოწყობა დაგეგმა ადგილობრივმა თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ. მათი დასასრულიც გვახსოვს. სწორედ ამ ფაზას ვუყურებთ ახლა ჩვენ. კიდევ ერთხელ, ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საზოგადოებაში დანერგოს და გააღვივოს სიძულვილი, დაპირისპირება, მერე კი, მართოს დაყოფილი და დაპირისპირებული საზოგადოება, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში იმდენად ნათელი, პრინციპული და ერთიანია ახალი თაობა, რომ ძალიან მკაფიოდ ჩანს, სად არის და როგორია საქართველოს მომავალი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ კონტრაქციებით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას ამ ფორმით აპირებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ნათელია, ვიცი ინტერესების სამსახურში ხარ, როდესაც ამბობ, რომ გააგრძელებ იმ გზას, რომელზეც ქვეყნის ყველა პარტნიორი გეუბნება, რომ ტაძართან არ მიგიყვანს.

„დღეს ძალიან მკაფიოა, რა დევს სასწორზე. ძალიან მკაფიოა არჩევანი - საქართველო ევროკავშირში თუ საქართველო უკან, რუსეთში. ამიტომ, იმ ადამიანების უდიდესი ნაწილიც კი, ვისზეც დღეს „ქართული ოცნებას“ კონტროლის გარკვეული ბერკეტები აქვს, სინამდვილეში ძალიან კარგად ხვდება, რომ აქ მარტივი და მკაფიო არჩევანია - საქართველო თუ რუსეთი. როდესაც შენი ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე, შენი ქვეყნის ყველა მეგობარი და პარტნიორი გეუბნება, რომ გზა, რომელსაც ხელისუფლება დაადგა, ტაძართან არ მიგვიყვანს, არ მიგვიყვანს იქ, სადაც ქართველ ხალხს სურს. სამწუხაროდ, ეს გზა დააბრუნებს ამ ქვეყანას რუსულ ჭაობში. როდესაც ამ დროს ჯიუტად ამბობ, რომ მაინც ამ გზას გააგრძელებ, უკვე ნათელია ვისი ინტერესების სამსახურში ხარ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს. აღნიშნული შეკრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა