თეგებით ძიება

„14 წლის გოგოს რომ 50 წლის კაცი ხვდება ხან სკოლასთან, ხან სახლთან და ცოლად უნდა მოგიყვანოო, ატერორებს და გამოძიება არ დაგიწყიათ, რას ელოდებით???“ – ბაია პატარაია

„საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში შსს-ს მიმართავს.

„14 წლის გოგოს რომ 50 წლის კაცი ხვდება ხან სკოლასთან, ხან სახლთან და ცოლად უნდა მოგიყვანოო, ატერორებს; ბავშვმა რომ ვიდეოც გადაუღო და პატრულიც ხუთჯერ გამოიძაცა, თუმცა გამოძიება არ დაგიწყიათ დღემდე – რას ელოდებით??? რუსული კანონის მიღებას? რომ საფარი • Sapari დაიკეტოს და მომკითხავიც აღარავინ იყოს? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

პ.ს. და კი, ამ კანონის პირობებში ჩვენ დავიხურებით, რადგან უცხო ქვეყნის გავლენის მქონეებად და აგენტებად არ დავრეგისტრირდებით არასდროს!“ - წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა