თეგებით ძიება

რუსულმა კანონმა შესაძლოა ჩვენი ევროპული სტატუსი გააუქმოს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუები დაიბეჭდა ფრანგულ მედიაში. 

ონლაინ და ბეჭდური გამოცემები "ექსპრესი" და "მიდი-ლიბრე" ექსპრეზიდენტის შესახებ ვრცელ სტატიებს აქვეყნებენ. ფრანგი ჟურნალისტების კითხვებს სააკაშვილი 13 გვერდიანი წერილით პასუხობს.

"მე ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ვარ, რომელსაც პუტინი სიკვდილით დაემუქრა და ამ დრომდე ვერ აღასრულა მუქარა" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც “პუტინის სახელით ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი” ახორციელებს.

"ახლა საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან, მაგრამ ქართული ოცნების მიერ, პირველი მოსმენით მიღებულმა რუსულმა კანონმა შესაძლოა ჩვენი ევროპული სტატუსის გაუქმება გამოიწვიოს. ეს კანონი არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ჩაგვიკეტავს კარს ევროკავშირისკენ. 

პუტინი არ გვპატიობს, რომ ქვეყანაში რადიკალური რეფორმები განვახორციელეთ და არშემდგარი ქვეყნისგან საქართველო ვაქციეთ სწრაფად განვითარებად, კორუფციისგან და კრიმინალისგან თავისუფალ ქვეყნად, რომელიც ევროპული სამყაროსკენ ისწრაფვის. ჩვენ ამით პუტინისტური მოდელის ალტერნატივა შევქმენით. 

პუტინი არ გვპატიობს, რომ 2008 წელს წინააღმდეგობა გავუწიეთ და მთელი ქვეყნის ოკუპაციის შესაძლებლობა არ მივეცით... 

პუტინი პირადად აძლევს დავალებებს ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოში და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას...

ამიტომ საჭიროა ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის დასაცავად. რასაც ახლა ათასობით ქართველი ახალგაზრდა აკეთებს თბილისის ქუჩებში."  წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა