"გეებზე სალაპარაკოდ ქუთაისი რატო შეარჩია მთავრობამ მაინცდამაინც? რისი თქმა უნდათ?" - იაგო ხვიჩია
"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვების დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"გეებზე სალაპარაკოდ ქუთაისი რატო შეარჩია მთავრობამ მაინცდამაინც? რისი თქმა უნდათ?- წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება.