წვრთნის დროს ოკეანეში ორი იაპონური ვერტმფრენი ჩავარდა
სამხედრო წვრთნების დროს ორი ვერტმფრენი წყნარ ოკეანეში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს იაპონური საზღვაო ძალების ეკიპაჟის ერთი წევრი ემსხვერპლა, შვიდი კი დაკარგულია.
ოფიციალური პირების განცხადებით, ორძრავიანი Mitsubishi SH-60K-ები წყალქვეშა წვრთნას გადიოდნენ იზუს კუნძულებთან, ტოკიოს სამხრეთით 600 კილომეტრში (372 მილი).
თავდაცვის მინისტრმა მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ შემთხვევის მიზეზი უცნობია.
იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებში (JMSDF) ვარაუდობენ, რომ ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ. კატასტროფის მომენტში თითოეულის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ვერტმფრენების ზოგი ნაწილი ოკეანეში იპოვეს. ერთ-ერთ ვერტმფრენთან კავშირი შაბათს, ადგილობრივი დროით 22:38 საათზე დაიკარგა, 23:04 საათზე შეწყდა კავშირი მეორე ვერტმფრენთანაც. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის სურვილი აშშ-მაც გამოთქვა: