თეგებით ძიება

პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - მშვიდობიანი მომიტინგეები დედაქალის ცენტრალურ გამზირზე ტრანსფარანტებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მისულები.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მოღალატე 83 დეპუტატი", "საქართველოს ადგილი ევროპაშია".

მანამდე სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე და შემდეგ სასტუმრო “ტიფლის პალასთან” მივიდნენ, სადაც აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთის ინსტიტუტი "ტრადიციული ფასეულობების" ფორუმს მმართავდა.

სტუდენტების განცხადებით, აქცია პერმანენტულია და გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვების შემდეგ 17 აპრილს მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა