თეგებით ძიება

“ესაჭიროება ჩვენი დახმარება...“ - ზურა ბერიკაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

მსახიობ, ზურა ბერიკაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

“ზურა ბერიკაშვილს ესაჭიროება ჩვენი დახმარება.

ზურა, გამაგრდი, უფალმა დაგლოცოს! თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და შეგიძლიათ, გთხოვთ, მიხვიდეთ ქავთარაძის ლეჩკომბინატთან არსებულ სისხლის ბანკში და ჩააბაროთ სისხლი მისთვის. ჩაიბარებენ ნებისმიერ ჯგუფს“ - ინფორმაციას Junior Shalikashvili ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მას გული გა­უ­ჩერ­და და გერმანიაში გადაიყვანეს.

“მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ მძი­მეა, თუმ­ცა, რო­გორც MRT-ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვის ტვი­ნის დიდი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის. კვლავ არის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და არის კო­მა­ში. რე­ა­ნი­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უკვე ჩაქ­რა, თირკმე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ყვე­ლა ორ­გა­ნო მწყობ­რშია. ახლა ვე­ლო­დე­ბით კონ­სი­ლი­უმს გერ­მა­ნელ ექი­მებ­თან, რომ სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, რად­გან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა თა­ვის ტვი­ნი და მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან მოხ­სნა.“ - აცხადებდა მანანა ბერიკაშვილი ambebi.ge-სთან საუბარში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა