„ბათუმის კუნძულის გზშ დახარვეზდა. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა ამ უმსგავსობისგან ბათუმის გადასარჩენად“ - არჩილ გუჩმანიძე
გარემოს დაცვის ექსპერტი, იქთიოლოგი, არჩილ გუჩმანიძე ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„ბათუმის კუნძულის (შპს ამბასადორ აილენდი) გზშ დახარვეზდა.
მადლობა საქართველოს სოფლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩვენი შენიშვნების გათვალისიწინებისთვის.
ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა ამ უმსგავსობისგან ბათუმის გადასარჩენად.“ - წერს გუჩმანიძე.