„საჯარო მოხელეების პარტიულ ღონისძიებაზე სამუშაო დღეს გამოყვანა, ჩემის აზრით შეიძლება იქნას კვალიფიცირებული, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული“ - ხუხაშვილი
ექსპერტი, გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებული აქციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„საჯარო მოხელეების პარტიულ ღონისძიებაზე სამუშაო დღეს გამოყვანა, ჩემის აზრით შეიძლება იქნას კვალიფიცირებული, როგორც საბიუჯეტო რესურსის პარტიულ ინტერესებში გამოყენება და შესაბამისად სისხლის სამართლის დანაშაული.
ზარალი უნდა განისაზღვროს ამ ხალხის ერთი დღის ხელფასების ჯამის ოდენობით…“