თეგებით ძიება

23 აპრილი უილიამ შექსპირის დაბადების დღეა

 ინგლისელი დრამატურგი და პოეტი უილიამ შექსპირი 460 წლის გახდებოდა. ის მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად. დაიბადა 1564 წლის 23 აპრილს ინგლისში. მას "ევონის ნაზ გედადაც" მოიხსენიებდნენ. შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ისა (1558-1603), ხოლო შემდეგ — ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტი და 37 პიესა. 1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში.

უილიამ შექსპირის ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“ და „ანტონიუსი და კლეოპატრა“ და სხვა.  1616 წლის 23 აპრილს, სავარაუდოდ, 52 წლისა, უილიამი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა