თეგებით ძიება

Tia.ge-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა: გამოკითხულთა უმეტესობას ცვლილებები სურს

საინფორმაციო სააგენტო Top Information Agency (Tia.ge)-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. 22-23 აპრილს 500 ადამიანი გამოიკითხა. რესპოდენტებს ვკითხეთ: „რა შედეგი სურთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღონ?“

შედეგები ასეთია:

  • "ქართული ოცნების" ერთპიროვნული დარჩენა ხელისუფლებაში - 36.7%
  • ოპოზიციური პარტიების კოალიცია ნაციონალური მოძრაობის გარშემო - 26.7%
  • იმგვარი კოალიციური ხელისუფლება, სადაც ყველა პარტია დაბალანსებული იქნება და არ იქნება ერთპარტიული გავლენები - 24.2%
  • პატარა ოპოზიციური პარტიების კოალიცია ნაციონალური მოძრაობის გარეშე - 6.4%
  • პატარა ოპოზიციური პარტიებისა და ქართული ოცნების კოალიცია - 6.0%

ასევე დავსვით კითხვა: "როგორ აფასებთ ხელისუფლების პოლიტიკას?"

  • უარყოფითად, ძალიან უკმაყოფილო ვარ - 35.3%
  • დადებითად, კმაყოფილი ვარ - 25.6%
  • ნეიტრალურად, უკეთესი იქნებოდა ცვლლილებები და სიახლე - 17.7%
  • არ მომწონს მათი პოლიტიკა და ვთვლი , რომ სხვა ხელისუფლება / პოლიტიკური ძალები უკეთ შეძლებენ ქვეყნის მართვას - 21.4%

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა