თეგებით ძიება

„აშშ-ის მხარდაჭერის შემდეგ რუსებს საერთოდ აღარ ექნებათ წარმატება“ - ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე

„აშშ-ის მხარდაჭერის შემდეგ რუსებს საერთოდ აღარ ექნებათ წარმატება“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-ს ანალიტიკოსმა, გიორგი ლოლაძემ განუცხადა.

„აშშ-ის დახმარების პაკეტს სერიოზული გავლენა ექნება ომზე. ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გადალახულია აშშ-ის კონგრესში, ხოლო ზედა პალატაში - სენატში მარტივად გავა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დახმარების პაკეტს მიღებისთანავე მოაწერს ხელს, რაც იმას ნიშნავს რომ პირველი ნაკადი მალევე ჩავა უკრაინაში დაახლოებით ერთ კვირაში.

პირველ რიგში იქნება ჭურვები, რისი დეფიციტიც აქვს ყველაზე მეტად უკრაინელებს. ეს მყისიერ შედეგს მართალია ვერ მოიტანს, თუმცა მომდევნო პერიოდში რათქმაუნდა გააძლიერებს უკრაინას, იმის ფონზე რომ დონბასში რუსები დიდი შეტევისთვის ემზადებიან. მალე დიდი ბრიტანეთიც გამოაცხადებს დახმარების პაკეტს. რაც მთავარია, უკრაინელებმა მძიმე თვეები გმირულად გადაიტანეს“ - აცხადებს გიორგი ლოლაძე.

მისი თქმით, რუსეთის წინსვლა საერთოდ შეჩერდება მომავალში.

„რუსებს სერიოზული წინსვლა ისედაც არ ჰქონდათ და ამ მხარდაჭერის შემდეგ საერთოდ აღარ ექნებათ წარმატება“, - ამბობს ლოლაძე.

„წელს არ მგონია, რომ ომის გარდატეხა მოხდეს. უკრაინას აქვს მობილიზაციის პრობლემა, უჭირს ცოცხალ ძალაში. პაკეტი მოიცავს რაკეტებსა და მძიმე ტექნიკასაც. დრო რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ევროპელები ნელ-ნელა იწყებენ სამხედრო ინდუსტრიის სიმძლავრეების გაზრდას. უკრაინამ უნდა მიიღოს ასეულობით ჯავშანტექნიკა, შორი მოქმედების რაკეტები და F-16-ის გამანადგურებლები, რაც ძალიან სერიოზული ძალა იქნება უკრაინისთვის. მათ მიზანი დიდ ქალაქებში მოსახლობის უსაფრთხოებაა, რადგან რუსეთი ტერორისტულად იქცევა და სჯის მოსახლეობას რადგან მხარს არ უჭერენ მას“ - აცხადებს ლოლაძე.

ლოლაძემ ასევე თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩვნები ომის პერიოდში ვერ ჩატარდება და ზელენსკი ისევ პრეზიდენტი იქნება: „შეუძლებელია, მათ შორის ლოგისტიკურად არჩევნების გამართვა. ეს საშიშიცაა, უბნებზე სადაც ბევრი ხალხი იქნება შეიძლება რუსეთმა დაბომბოს. პოლიტიკური სკანდალები მოსალოდნელი არაა, ზელენსკის ჯერ კიდევ მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და განაგრძობს ქვეყნის მართვას“.

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა