ბებია შვილიშვილს თანაკლასელის ცემაში დაეხმარა - სად მოხდა შემთხვევა?
მიჩიგანის დაწყებითი სკოლის მოსწავლეს ბებია კლასელის ცემაში დაეხმარა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
ხუთშაბათს, 18 აპრილს, ბებია და შვილიშვილი მაუნტ მორისის სკოლაში დანიშნულ შეკრებაზე გამოცხადდნენ, სადაც მოსწავლეების ქცევასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილათ. სკოლის დერეფანში ბებიამ შენიშნა მოსწავლე, რომელსაც მის შვილიშვილთან კონფლიქტი ჰქონდა. ბებია და შვილიშვილი ბავშვს ტუალეტში გაჰყვნენ, სადაც მოხუცმა ქალმა ბავშვი გააკავა, გოგონამ კი მუშტი დაარტყა.
სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად სხვა მოსწავლეები არ დაშავებულან.