თეგებით ძიება

მონა ხარ! - „ხალხის ძალის" წევრს, დეპუტატ დავით კაჭარავას ავტომობილს მელიქიშვილის გამზირზე გზა გადაუკეტეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა, „ხალხის ძალის" წევრს, დეპუტატ დავით კაჭარავას ავტომობილს მელიქიშვილის გამზირზე გზა გადაუკეტეს, სადაც შეურაცხმყოფელი შეძახილებით უყვიროდნენ.

აქციის მონაწილეებმა დეპუტატის ავტომობილზე დატოვეს შემდეგი ტიპის წარწერები: „რუსი მონა".

კაჭარავამ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დეპუტატი ქუჩაში საკუთარი მანქანით მოძრაობისას, 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა აქციის შუაგულში და აქციის მონაწილეებმა მისგან კანონთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვეს. დავით კაჭარავა გადმოვიდა მანქანიდან და მიმართა ადგილზე შეკრებილებს.

„ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია. ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი. ევროკავშირში მიგვიღებენ ამაყად, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი წინაპრების პატივისცემით", - განაცხადა კაჭარავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა