თეგებით ძიება

ეს კაცი თუ გამოუშვეს, რა კანონზეც გინდათ იმუშავეთ, რაც გინდათ გააკეთეთ, ყველაფერი ფარსი იქნება!!- ცხოველთა დამცველი მიმართვას ავრცელებს

ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ეს პოსტი შემეძლო დამეწერა სადმე დახურული ძაღლების ჯგუფში, მაგრამ რადგან ჩემი მეგობრების სიაში არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც არ არის ამ ჯგუფებში და უყვარს ცხოველები, ან არ უყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, მინდა ყველამ იცოდეთ რას ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში "ცხოველთა დამცველები" 🙂 მინდა რომ ყველა ფენამ გაიგოს რატომაა ამ ქვეყანაში მუდმივად ცხოველების პრობლემა.

ძალიან გაბრაზებული ვარ! და ვინც თქვენს თავს ამოიცნობთ, ღმერთმა შეგარგოთ ჩემი ყველა სიტყვა. 

როგორც იცით დღეს იყო დუსკას პატრონის სასამართლო, საქმე რომელიც უკვე 4 თვეა იწელება, სხვადასხვა მიზეზით. 

დღევანდელ სხდომაზე მკვდარი ძაღლის გულშემატკივარი ვიყავით მხოლოდ 2 ადამიანი, მე და ლალი 🙂 იმ კაცის ოჯახიდან მინიმუმ 30 კაცი იყო მოსული. 

აქამდეც არ იკლავდნენ თავს ხალხი მოსვლაზე, მაგრამ 5-7 მაინც ვიყავით ხოლმე და ახლა მხოლოდ 2!! 🫠 

სად იყავით ის "ლიდერები" შუა ღამეს მარნეულში რო გამორბოდით, ვითომ სახლს უწვავდით იმ კაცს და ვითომ სახეს იხოკავდით რომ დასჯილიყო? სად ხართ, სად გაქრით? აღარაა ცნობადი ამბავი და დავიკიდოთ ხო? 

იმ ნაძირლის ადვოკატი ყოველ ჯერზე იმას იძახის რომ პრეცენდენტი არ არის დაკავების და რატომ უნდა დაისაჯოს ეს კაცი. როგორ შეიქმნება პრეცენდნეტი თუ არ ვიქტიურებთ? ვინმეს მართლა გგონიათ რომ მარნეულში, სადაც ხალხი ათას სიბინძურეს უკეთებს ერთმანეთს, ძაღლის მოკვლის გამო დასჯიან კაცს, თუ არ ვიქტიურებთ? 

ახლა რაც შეეხება სასამართლოს: მთავარმა მოწმემ (ვინც გადაიღო ვიდეო) შეცვალა ჩვენება, პირველ ჩვენებაში ამბობდა რომ დაინახა როგორ სცემდა არიფ გოიუშოვი ძაღლს, შემდეგ როგორ შეწყვიტა ძაღლმა მოძრაობა და სიკვდილის შემდეგ მერსედესით წაიღო და გადააგდო. 

დღეს კი სასამართლოზე თქვა რომ არიფმა მხოლოდ 2-3 ჯერ ჩაარტყა ძაღლს, ძაღლი ადგა და გაიქცა. ასევე ამბობს რომ ძაღლი ცოცხალია, სოფელში დადის და მხოლოდ კოჭლობს. 

მთავარი მოწმე არის ამ კაცის მეზობელი, მთავარი მოწმის მამა და ამ კაცის ოჯახის წევრები არიან ახლობლები, წინა ჩვენებაში სიმართლე რატომ თქვა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ახლა აიძულებენ თქვას ტყუილი. 

სავარაუდოდ ახლა მოიყვანენ სხვა ძაღლს და იტყვიან რომ ის არის და ცოცხალია. 

არიფის ადვოკატი ამბობს რომ მხოლოდ ცემას აღიარებს და არა მოკვლა, ცემა კანონით დასჯადი არ არის, თუ ძაღლი არ მივიდა დასახიჩრებამდე, შესაბამისად თუ მხოლოდ ცემა, საერთოდ სასამართლო რატო ტარდება? 🙂 თავიანთ ტყუილებში იხლართებიან! 

შემდეგი სასამართლო სხდომები ჩაინიშნა: 4 ივნისს, 11 ივნისს, 18 ივნისს და 25 ივნისს. სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იქნება საბოლოო განაჩენი მიღებული. 

ზუსტად ვიცი ნაკლებად გაინტერესებთ, თქვენთვის კანონის გამო ერთმანეთის ძიძგვნა უფრო მთავარია, დატოლება ვინ უფრო მაგარია ლანძღვაში, მაგრამ იქნებ ინებოთ დასწრება "ლიდერებო" :)))

ყველას გვაქვს საქმე, არავის გვეხალისება სირბილი, ყველაზე მეტად მე არ მინდა იქ ჩასვლა და ამ ნაგვის სახის და ოჯახის წევრების ნახვა, მაგრამ როცა ვიცი რო მნოშვნელოვანია თუნდაც ერთი ადამიანის იქ ყოფნა, "არ მცალია" "საქმე მაქვს" არ არსებობს.

ეს კაცი თუ გამოუშვეს, რა კანონზეც გინდათ იმუშავეთ, რაც გინდათ გააკეთეთ, ყველაფერი ფარსი იქნება!! - წერს ტასო ლოსაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ იანვარში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 50 წლის არიფ გოიშოვი ძაღლს ცემით კლავს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა