მერია წყნეთის გზატკეცილის გაფართოებას გეგმავს
მერია წყნეთის გზატკეცილის გაფართოებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადდა.
კერძოდ, მერიამ ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან (ვაკის სასაფლაოს შესასვლელიდან) წყნეთის გზატკეცილი N6-მდე გზის გაფართოების და რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 19 აპრილს გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 723 633 ლარს შეადგენს.