თეგებით ძიება

ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. 

"განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი ვერ გეტყვით, მაგრამ განაჩენი დასაბუთებული არის მზად და დიდი ალბათობით ლაზარე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ღამის 12 საათამდე აქვს პენიტენციურს დრო, შესაბამისად, როგორც კი გვეცოდინება რაიმე სიახლე, აუცილებლად გაცნობებთ", - ამბობს ადვოკატი, ლიკა ბითაძე. 

შეგახსენებთ, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა