თეგებით ძიება

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 3 წლამდე გაუხანგრძლივდათ - დადგენილება

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა 3 წლის ვადით უვიზოდ შეუძლიათ - ამის შესახებ დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომ გადაწყვეტილება 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.

„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“, - წერია დადგენილებაში.

ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ ვრცელია და 94 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა