თეგებით ძიება

რა ქონებას ფლობს პარლამენტარი დავით კაჭარავა?

გუ­შინ, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ტესტზე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. იმ დროს, რო­დე­საც აქ­ტი­ვის­ტე­ბი მსვლე­ლო­ბით ევ­რო­კავ­ში­რის სა­ელ­ჩოს­კენ მი­დი­ოდ­ნენ, გზად დე­პუ­ტა­ტი და­ვით კა­ჭა­რა­ვა შეხ­ვდათ, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

"მონა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე ხარ! სა­ქარ­თვე­ლო მტე­რო", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თეს კა­ჭა­რა­ვას აქ­ტი­ვის­ტებ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის ერთ-ერ­თია იმ 83 დე­პუ­ტა­ტი­დან, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით კა­ნონს ხმა მის­ცა.

ნახეთ, რო­გორ მოხ­ვდა სპორ­ტსმე­ნი პო­ლი­ტი­კა­ში, რო­გო­რია მისი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია:

მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა სპორ­ტი­დან პო­ლი­ტი­კა­ში კი­დევ ერთ სპორ­ტსმენ, კა­ლათ­ბურ­თელ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს­თან ერ­თად მოხ­ვდა. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს ორი სპორ­ტსმე­ნი 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ველ ოცე­ულ­ში შე­იყ­ვა­ნა.

და­ვით კა­ჭა­რა­ვა პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ანკა დუნ­დუა გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი ჰყავს. და­შო­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, დე­პუ­ტა­ტი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. უკვე წლე­ბია, ის და ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. წყვილს 14 მარტს სა­ერ­თო შვი­ლი ილია კა­ჭა­რა­ვა შე­ე­ძი­ნა. ქე­თის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან გო­გო­ნა ჰყავს.

რა ქო­ნე­ბას ფლობს პარ­ლა­მენ­ტა­რი

დე­პუ­ტატ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2024 წლის 8 თე­ბერ­ვალს შე­ავ­სო. ამი­ტომ დო­კუ­მენ­ტში ვერ მოხ­ვდა მისი მე­ო­რე შვი­ლი ილია კა­ჭა­რა­ვა, რო­მე­ლიც მარ­ტში და­ი­ბა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პირ­ვე­ლი ვაჟი ნი­კო­ლოზ კა­ჭა­რა­ვა 2009 წელს შე­ე­ძი­ნა.

2011 წელს 58 ათას დო­ლა­რად დაბა წყნეთ­ში ბინა შე­ი­ძი­ნა, რომ­ლის თა­ნა­მე­სა­კუთ­რეც გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვაა.

დე­პუ­ტა­ტი ფლობს ასე­ვე არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს თბი­ლის­ში, ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 2018 წელს 1000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და 130 კვ. მ. ბი­ნას ასე­ვე ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­შიც 137 900 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. პო­ლი­ტი­კო­სი გა­და­ად­გილ­დე­ბა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Dodge Challenger-ით, მას­ში 2017 წელს 14 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს კა­ჭა­რა­ვას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 193 ლარი, იპო­თე­კურ ბა­რათ­ზე 8597,58 დო­ლა­რი, საკ­რე­დი­ტო­ზე კი 2125,49 ლარი.

და­ვით კა­ჭა­რა­ვა ორი შპს-ს "ჯენტლმე­ნი­სა“ და "თბი­ლალპროფ სა­ქარ­თვე­ლოს“ მე­წი­ლეა, თუმ­ცა შე­მო­სავ­ლის გრა­ფა ცა­რი­ე­ლია.

დე­პუ­ტა­ტის 2023 კა­ლენ­და­რუ­ლი წლის ხელ­ფას­მა 49 590,72 ლარი შე­ად­გი­ნა.

მან 2023 წელს ბინა გა­ყი­და და შე­მო­სავ­ლის სა­ხით 55 000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა შე­მო­სა­ვალს, კა­ჭა­რა­ვას ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბით 2023-2024 წლებ­ში 2250 დო­ლა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

2020 წელს პო­ლი­ტი­კოს­მა ორი­ვე შპს-ს თა­ნამ­ფლო­ბე­ლებს, მარ­თვის უფ­ლე­ბა უვა­დოდ გა­დას­ცა.

2018 წელს კა­ჭა­რა­ვამ 97 479 დო­ლა­რის იპო­თე­კუ­რი სეს­ხი აიღო. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სეს­ხის გა­და­სახ­დე­ლად გა­სა­ვა­ლი 15 000 დო­ლა­რი უფიქ­სირ­დე­ბა.

გა­სულ წელს, დე­პუ­ტატ­მა შვი­ლის სწავ­ლა­ში 9000 ლარი გა­და­ი­ხა­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა