თეგებით ძიება

სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ქალებისთვის, ტურიზმის სფეროში უახლესი ტენდენციების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

19 აპრილს ოზურგეთში „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის CPC“ ორგანიზებით, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ქალებისთვის, ტურიზმის სფეროს მენეჯმენტსა და უახლესი ტენდენციების შესახებ „სამოქალაქო პიკნიკის“ ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა.

მოწვეულმა ექსპერტმა ზურაბ ნასარაიამ ვრცლად მიმოიხილა სფეროში არსებული გამოწვევები და გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. „სამოქალაქო პიკნიკის“ მონაწილეებთან ერთად გაიმართა დისკუსია გურიაში სოფლის, ეკო და აგროტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე.

„სამოქალაქო პიკნიკები“ პროექტის „ქალები თემის კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ერთი მიმართულებაა, პროექტის მთავარი მიზანი კი თემის საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების, მათ შორის ელექტრონული პეტიციის გამოყენებით, ქალების საჯარო კონსულტაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდაა.

აღნიშნულ ტრენინგზე ქალებმა მოდერატორის ხელმძღვანელობით, თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, 2 ელექტრონული პეტიცია შეადგინეს.

„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC“ პროექტს „ქალები თემის კეთილდღეობისთვის“ 2024 წლის იანვრიდან ახორციელებს.

პროექტი დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ბრიტანული ფონდის „სიგრიდ რაუზინფ თრასთის“ მიერ.

     

     


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა