თეგებით ძიება

29 აპრილს არის ჩვენი ორგანიზებული შეკრება, იმ დროს სხვა აქცია ვერ ჩატარდება. პროვოკაციას არც სახელმწიფო და არც ხალხი დაუშვებს - მდინარაძე

29 აპრილს არის ჩვენი ორგანიზებული და ჩვენი მოწოდებით ჩანიშნული დიდი, საყოველთაო სახალხო შეკრება. იმ დღეს, იმ დროს სხვა აქცია ვერ ჩატარდება, აქედან გამომდინარე, არანაირი პროვოკაცია არ არის მოსალოდნელი თუ ვიღაცა თავზე ხელს არ აიღებს და თავზე ხელის აღებას არავის ვურჩევ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე მედიასთან განაცხადა.

„29 აპრილს არის საყოველთაო შეკრება, მოვა ძალიან ბევრი ადამიანი. იმ დღეს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც რაიმე მცირე ინციდენტსაც კი შეიძლება დაუკავშირდეს, შეიძლება იყოს მხოლოდ იმ კონტექსტიდან გამოწვეული, რომელიც პროვოკაციის დაგეგმვის გამო შეიძლება მოხდეს. თუ ვინმე ამბობს, რომ იმ დღეს სხვა აქცია იქნება, ის იქნება პროვოკატორი და ამ პროვოკაციას არც სახელმწიფო და არც ხალხი დაუშვებს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება" 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა