თეგებით ძიება
24. 04. 2024 მსოფლიო

თეთრი სახლი: ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტს დღეს მოაწერს ხელს

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი სამხედრო დახმარების კანონპროექტს დღეს მოაწერს ხელს, რითაც უკრაინაში იარაღის, ამუნიციის და აპარატურის გაგზავნა სტარტს ოფიციალურად აიღებს.

"მე ხელს მოვაწერ კანონპროექტს, როგორც კი ის ჩემს მაგიდაზე აღმოჩნდება და მივმართავ ამერიკელ ერს. ეს კანონპროექტი ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგანაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ პუტინის მსგავსი ტირანების და ჰამასის მსგავსი ტერორისტებისგან" - გნაცხადა ჯო ბაიდენმა

ცნობისთვის, ამერიკის სენატმა გენერალურ კენჭისყრაზე ოფიციალურად დაამტკიცა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების კანონპროექტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა