თეგებით ძიება

სასამართლო გახდა „ქართული ოცნების“ ფილიალი - ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე მშვიდობიან მომიტინგეთა შორის იყო. ის შეგნებულად იქნა შერჩეული, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ახლა ჩვენ ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც კუპრაძის დაკავების საქმეზე პროცესი გაიმართა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, საზოგადოება ხედავს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ სადამსჯელო ოპერაციას, რასაც ფორმალურად სასამართლო სხდომა ჰქვია.

“ცხადია, ყველგან დასტურდება, რომ ირაკლი კუპრაძე აბსოლუტურად არავის უწევდა წინააღმდეგობას. ის იყო მშვიდობიან მომიტინგეთა შორის და ის შეგნებულად იქნა შერჩეული, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ახლა ჩვენ ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას. ამიტომ დღევანდელი სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება, ცხადია, ცალსახაა, რადგანაც სასამართლო გახდა “ქართული ოცნების” ფილიალი. ნებისმიერ დავალებას, რომელსაც “ქართული ოცნება” გასცემს, სასამართლო პირნათლად ასრულებს. დღეს ეს ვითარება გვაქვს, რომელიც შეიცვლება არჩევნების შემდეგ, როდესაც “ქართული ოცნება” ოპოზიციაში გადავა და ჩვენ გვეყოლება პროქართული, ეროვნული, კოალიციური, პროევროპული ხელისუფლება”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, “ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედებოდა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და და წვრილმანი ხულიგნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კუპრაძეს 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა