თეგებით ძიება

ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 დაწესებულება დატოვა

პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილემ, ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. შეწყალების აქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს გამოსცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.

აქამდე პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა