თეგებით ძიება

ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! - მამუკა მდინარაძე

"ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი. მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის მიუხედავად, ქორწინებაშია თუ  არ არის ქორწინებაში, სჭირდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია თუ არა, აბსოლუტური მხარდაჭერა  ყველას, იმიტომ რომ ვერავინ გაბედოს ამ საკითხით სპეკულაცია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი მოსაზრების მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, შარშან, საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც მედიცინის დახმარებით რეპროდუქციას ეძღვნებოდა და ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციას გულისხმობდა.

„როგორც კი საკითხი დადგა - ქალი, რომელიც ქორწინებაში არ არის, ხელოვნური განაყოფიერებით შეუძლია თუ არა გააჩინოს შვილი და დაისვა ეს კითხვის ნიშანი, გავაჩერეთ პროექტი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გუშინ მოსახლეობასთან შეხვედრისას, აბორტთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა, რომელზეც პასუხი მედია საშუალებების მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

„საუბრიდან რაღაც 30 წამს ამოგიჭრიან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმ პათოსისგან, რასაც გულისხმობ. ისე წარმოაჩინეს, თითქოს ჩვენ საუბარი გვქონდა ქალთა უფლებების რაიმე ფორმით  შეზღუდვაზე.  ის მედია საშუალებები თუ გადაცემები, რომლებმაც გუშინ კონტექსტი განზრახ დაამახინჯეს, ვნახოთ რამდენად იტყვიან, რომ გუშინაც მთლიანი კონტექსტი ეს იყო  და გაავრცელებენ თუ არა ამას“, - განაცხადა მამუკა  მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა