თეგებით ძიება

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. კამათი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს მოყვა. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, შვილებთან ომს თავი დაანებონ და "რუსულ კანონს" გაემიჯნონ. მან, ასევე, გააკრიტიკა ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოუწოდეს ოპოზიციონერ კოლეგებს დაანებონ თავი საჯარო მოხელეების ბულინგს. მათი თქმით, რუსეთის საქმეს თავად ოპოზიცია აკეთებს და მათ არგუმენტირებული განხილვა არ აინტერესებთ.

კამათი ხმაურში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა