წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
25 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
დაგეგმილი სამუშაოები 25 აპრილს დილის 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 აპრილს დილის 11:00 საათიდან, 26 აპრილის ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში - ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის I და II კვარტალს; ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის I კვარტალს; ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას და გასასვლელებს, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge