სასამართლომ გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს, გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ხასაია 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
“მიუხედავად ყველაფრისა დამაჯარიმეს 2600 ლარით. სპეკტაკლი დასრულებულია”, – დაწერა ხასაიამ.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ხასაია პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.
პარტიის თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი სამართალდამცავების მხრიდან ხასაიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა.