თეგებით ძიება

რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ "ჭიაკოკონობას" კოცონს აანთებთ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი- „ჭიაკოკონობა"იმართება.ძველი წარმოდგენების თანახმად, ამ დღეს ცეცხლის დასანთებად სხვადასხვა საშუალებას იყენებენ და წვავენ. რიტუალი განსაკუთრებით სახალისო ბავშვებისთვისაა.

თუმცა, თუკი "ჭიაკოკონობას" კოცონის დანთებას, საბურავებისა და სხვა საშუალებების დაწვას გადაწყვეტთ, შესაძლოა დაჯარიმდეთ. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენური ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ კოცონის დანთებისაგან და აღნიშნავენ იმასაც, რომ ამ დღეს კონტროლი მკაცრდება.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა