თეგებით ძიება

რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა.

შედარებისთვის: რეიტინგის ლიდერ შვეიცარიაში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 17 290 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი - 345 ლარი ეგვიპტეშია.

რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს, ასევე, ომში მყოფ უკრაინას უსწრებს.

აზერბაიჯანში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 141 ლარია და ქვეყანა 75-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინა 1 038 ლარით 79-ე ადგილზეა.

რეიტინგში საშუალო ხელფასის ოდენობით საქართველოზე წინ არიან სომხეთი, თურქეთი და რუსეთიც.

კერძოდ, სომხეთში საშუალო ხელფასი 1 774 ლარია. მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგში 55-ე პოზიციას იკავებს.

მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა, 56-ე ადგილზეა თურქეთი, სადაც საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 763 ლარია.

10 პოზიციით დაბლა, 66-ე ადგილზეა რუსეთი, სადაც საშუალო ხელფასი 1 477 ლარია.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა