თეგებით ძიება

„უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან“ - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480-დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს... უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის... ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის  ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან... 

ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას - ევროპული კურსიდან გადახვევას, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის. რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი. 

ჩემო ძვირფასებო დამთავრდა დრო სახლში ჯდომის, პულტებით ტელევიზორთან სხდომა და აბსოლუტურად ყველა საქმე კარგავს აზრს. საქართველოს აუქმებს ივანიშვილი! 

დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და აბსოლუტირად ყველა ჩავერთოთ რუსული კანონის, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ძალა ერთობაშია! ძალა ხალხშია! ძალა ევროპაშია!“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა