თეგებით ძიება

"გასაჩივრებას არ ვაპირებ, გადაწყვეტილება დღევანდელ დღემდე იყო მიღებული" - აქციაზე დაკავებული მე-12 კლასელი

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული მე-12 კლასელი ბიჭი სანდრო ჯოხაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

მაშინ, როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა, ჯოხაძე ამბობს, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.

"გასაჩივრებას, დიდი ალბათობით, აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ერთი სისტემა არის მაინც და იმის მიუხედავად, რომ ახლაც ცალმხრივი იყო ყველაფერი, ის, რომ მე დამნაშავე არ ვიყავი ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო და დარწმუნებული ვარ, რომ გამოტანამდე და დღევანდელ დღემდე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, დიდი ალბათობით, არ გავასაჩივრებ, იმიტომ რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობა არ არსებობს. დანარჩენს რაც შეეხება, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ეს ჯარიმა, პირიქით, მოტივაციის წყარო იქნება, იმის საჩვენებელია, რომ სწორ ადგილას, სწორ დროს ვიბრძოდი ქვეყნისთვის და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას,“ - ამბობს სანდრო ჯოხაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა