თეგებით ძიება

პოლონეთში საქართველოდან ჩასული არალეგალები დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 6  მოქალაქე დააკავეს - პოლონეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. 

არსებული ინფორმაციით, 4 ქართველი სილეზიაში მდებარე ერთ-ერთ ბიზნეს ობიექტში, ყოველგვარი საჭირო ნებართვის გარეშე მუშაობდნენ.

მიკოლოვში დაკავებულია კიდევ ერთი ქართველი, რომელიც არალეგალურად ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა. კიდევ ერთი პირი კი  კატოვიცეში სოსნოვიეცის სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა დააკავეს, ასევე უნებართვო ყოფნისა და მუშაობისთვის.  

დაკავებულებმა პოლონეთი 30 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. მათ აეკრძალათ  შენგენის ზონაში ხელახლა შესვლა ერთიდან ორ წლამდე ვადით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა