თეგებით ძიება

ერაყში ერთნაირსქესიან ურთიერთობებს 15 წლით პატიმრობით დასჯიან

ერაყის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა ქვეყანაში პატიმრობით დაისჯება. ახალი კანონის მიხედვით, სასჯელის ვადა 10-დან 15 წლამდე პატიმრობით განისაზღვრა.

ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას იმ პირებისთვის, ვინც „ავრცელებენ ჰომოსექსუალიზმს და პროსტიტუციას“. ამას გარდა, ახალი კანონით განსაზღვრულია 1-დან 3 წლამდე პატიმრობა იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიცვლის მის ბიოლოგიურ სქესს ან „ჩაიცვამს ფემინურად“. კანონი თავდაპირველი ვერსიით ერთნაირსქესიანი ურთიერთობებისთვის ადამიანების სიკვდილით დასჯასაც მოიაზრებდა, თუმცა ეს ნაწილი ამოღებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა