თეგებით ძიება
28. 04. 2024 მსოფლიო

მე, ზრდასრული კაცი კენჭს ვიყრი ექვსი წლის ბავშვის წინააღმდეგ - ჯო ბაიდენი

ვაშინგტონში თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამი გაიმართა, რომელზეც ტრადიციულად პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. ჯო ბაიდენმა თავის წინამორბედზე, დონალდ ტრამპზე და ასევე საკუთარ ასაკზე იხუმრა.

„რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და დიახ, ასაკი არის აქტუალური საკითხი – მე, ზრდასრული კაცი კენჭს ვიყრი ექვსი წლის ბავშვის წინააღმდეგ“, – იხუმრა 81 წლის ბაიდენმა 77 წლის დონალდ ტრამპის მისამართით, რომელსაც მან „მძინარა დონი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ თავად დონალდ ტრამპი ხშირად უწოდებდა ჯო ბაიდენს „მძინარა ჯოს“.

ტრადიციულ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ასაკი ერთადერთია, რაც მასა და დონალდ ტრამპს საერთო აქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა