დააკავეს ქალი, რომელმაც უხარისხო ნარკოტიკის გამო, ნარკორეალიზატორს პოლიციაში უჩივლა
აშშ-ში გაასამართლეს ქალი, რომელმაც უხარისხო ნარკოტიკების გამო ნარკორეალიზატორს პოლიციაში უჩივლა. ამის შესახებ FOX 59 წერს.
34 წლის სარა ჰარისმა 911-ში დარეკა და შეატყობინა, რომ მისმა ნარკორეალიზატორმა უხარისხო მეტამფეტამინი მიუტანა, რომელმაც კინაღამ გულის შეტევა გამოიწვია. ქალი ნარკორეალიზატორის დაკავებას მოითხოვდა, მაგრამ გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდა.
როდესაც ჰარისის სახლში პოლიცია მივიდა, ქალმა სამართალდამცავებს მეტადონის შემოწმება და ნარკორეალიზატორის დაკავება მოთხოვა. მან პოლიციელებს უამბო, რომ ნარკოტიკი დილას, მეგობართან ერთად მიიღო, საღამოს კი ახალი პარტია შეიძინა, რომელმაც თავბრუსხვევა და ჰალუცინაციები გამოიწვია. ჰარისმა პოლიციას გადასცა ნივთიერება, რომელიც შემოწმების შედეგად, მეტამფეეტამინი აღმოჩნდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სარა ჰარისი დააპატიმრეს და ლოურენსის ოლქის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკების შენახვის გამო ბრალი წაუყენეს.