თეგებით ძიება

პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით გაურკვეველი საგნები ისროლეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო!“.

ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობი პირი ავტომობილით შეიჭრა და [პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ტერიტორიას განარიდეს. აქციაზე პერიოდულად არის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა