თეგებით ძიება

"შე სი*ო შენა" - იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გიორგი ვაშაძე გააძევეს

სხდომათა დარბაზიდან გაძევებების სერია დაიწყო - ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს მოუწოდა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა დაეტოვებინა.

ვაშაძემ დარბაზის დატოვებამდე თქვა, რომ რუსია ყველა, ვინც ამ კანონს უჭერს მხარს, ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - "შე სი*ო შენა, გაა*ვი აქედან, მოსიარულე სი*ი ეს".

მანამდე კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა თითქმის ყველა ოპოზიციონერს გაუთიშა მიკროფონი და მისცა გაფრთხილება. გაფრთხილებების გამეორების შემთხვევაში, ოხანაშვილი მათ დარბაზიდან გაძევებით ემუქრება. 

"ჩამორთმეულია სიტყვა, ნებისმიერი დარღვევა რეგლამენტის, იქნება რეაგირებული", - ამბობს ოხანაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა