თეგებით ძიება

ეს არის ხალხის მოთხოვნით ორგანიზებული საერთო სახალხო შეკრება - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნება" მასშტაბური შეკრებისთვის ემზადება. როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ მისვლას 18:00 საათიდან დაიწყებენ, სიტყვით გამოსვლები კი 20:00 საათიდან იგეგმება.

როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, განსაკუთრებულად ბევრ მხარდამჭერს ელოდებიან. დღევანდელი შეკრების მიზანი უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის და ზოგადად სახელისუფლებო პოლიტიკის მხარდაჭერაა.

დღეს რუსთაველის გამზირზე გასულ მოქალაქეებს მიმართავს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ეს ხალხის მოთხოვნით დაგეგმილი საერთო სახალხო შეკრებაა.

"დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რაც მოდის ხალხისგან. ხალხი ხედავს, რომ ის ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგია გამჭვირვალობის, ათასგვარი პროვოკაციით, ათასგვარი ბრალდებით, ათასგვარი მოგონილი საბაბით ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობა რამენაირად შეიყვანოს შეცდომაში. ხალხი ხედავს, რომ მუდმივი პროვოკაციები არ სრულდება ამ რადიკალური ოპოზიციისგან, აქედან გამომდინარე, ეს არის ხალხის მოთხოვნით ორგანიზებული საერთო სახალხო შეკრება, სადაც ხალხი მხარს უჭერს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ისე ამ დამოუკიდებლობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ მიმავალ სახელმწიფოს და არა ისე, როგორც სურს რადიკალურ ოპოზიციას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა