თეგებით ძიება

"მარში ევროპისთვის" - რას წერს უცხოური მედია 28 აპრილის აქციაზე?

საქართველოში "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციები უკვე ორ კვირაზე მეტია იმართება. განსაკუთრებით მასშტაბური იყო 28 აპრილის აქცია, რომელიც არაერთი საერთაშორისო გამოცემის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა.

Euronews-ი წერს, რომ ათასობით ადამიანი კვლავ გამოვიდა თბილისის ქუჩებში, კანონის გასაპროტესტებლად, რომელსაც კრიტიკოსებმა "რუსული კანონი" უწოდეს, რადგან მოსკოვი იყენებს მსგავს კანონს კრემლთან დაპირისპირებული მედიებისა და ორგანიზაციების სტიგმატიზაციისთვის. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას კანონის წინ წაწევა აქვს გადაწყვეტილი.

ფრანგული გამოცემა, France24 წერს, რომ კვირას, დაახლოებით 20 000-მა ქართველმა მოაწყო "მარში ევროპისთვის", სადაც მოუწოდა მთავრობას გააუქმოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის შესახებ", რომელზეც ევროკავშირმა გასცა გაფრთხილება, რომ ძირს უთხრის ევროპულ მისწრაფებებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საპროტესტო ტალღამ, რომლის დროსაც დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, აიძულა მმართველი გუნდი კანონპროექტი ჩაეგდო. სტატიაში აღნიშნულია, რომ გუშინ გამართულ აქციაზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.

28 აპრილის აქციაზე წერს Reuters-იც. სტატიაში აქციასთან ერთად საუბარია დასავლეთის გაფრთხილებაზე, რომ კანონის მიღებამ, შესაძლოა, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება კანონპროექტის მხარდასაჭერად 29 აპრილს აქციას მართავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა