ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს ბოთლი ჩაარტყა - კადრები პარლამენტიდან (ვიდეო)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.
დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.
"სამშობლო გაყიდეთ. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.
აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძეს და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის.
საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.