თეგებით ძიება

"ბუკა მოინახულა დღესაც ადვოკატმა. კარგად არის, იქიდანაც მე მამხნევებს" - რას წერს დაკავებული ექსმინისტრის მეუღლე და რას აცხადებს ადვოკატი?

28 აპ­რილს, ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ევ­რო­პულ მარ­შზე და­კა­ვე­ბულ ბუკა პეტ­რი­აშ­ვილს პო­ლი­ცია წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე ეკა მიშ­ვე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

ვიცი, ყვე­ლას გა­ინ­ტე­რე­სებთ და ამი­ტომ ვწერ: ბუკა მო­ი­ნა­ხუ­ლა დღე­საც ად­ვო­კატ­მა. კარ­გა­დაა, მხნე­დაა, იქი­და­ნაც მე მამ­ხნე­ვებს და მად­ლო­ბა ყვე­ლას მის­გან და ჩემ­გა­ნაც ჯერ ისევ არ ვი­ცით, რო­დის ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო, ვადა და­კა­ვე­ბის არის 48 სა­ა­თი. დღეს თუ არა ხვალ, სა­სა­მარ­თლო უნდა ჩა­ი­ნიშ­ნოს. კი­დევ ერთხელ უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, კე­თი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო".

ად­ვო­კა­ტის ლე­ვან სა­მუ­ში­ას კო­მენ­ტარს "მთა­ვა­რი არხი" აქ­ვეყ­ნებს:

"ვნა­ხე ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი. არის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი. ხე­ლე­ბა­წე­ულ, ზურ­გით მდგარ ადა­მი­ანს მო­კი­დეს ხელი და და­ა­კა­ვეს. ეს იყო წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი ბრძა­ნე­ბა. ეს გარ­კვე­უ­ლი გზავ­ნი­ლია ყვე­ლას­თვის, რომ სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ბევრ გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა