განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქალის საქმეში ახალი მტკიცებულებებია - რა დეტალები წარმოადგინა ბრალდებამ (ვიდეო)
ასტანაში, გრძელდება სკანდალური საქმის განხილვა. დღეს მხარეების ადვოკატები დებატებს იწყებენ.
სასამართლო განხილვა დილით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ბრალდებულები კუანდიკ ბიშიმბაევი და ბახიტჯან ბაიჯანოვი სასამართლოში ორშაბათს დილით დანიშნულ დროს არ მიიყვანეს. როგორც საქმის მოსამართლემ განაცხადა, ბადრაგს რაღაც პრობლემები შეექმნა. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლო სხდომა გადაიდო და ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბრალდებამ მეორე ბრალდებულისთვის, რომელსაც განსაკუთრებით სისასტიკით ჩადენილ მკვლელობის დაფარვაში ედება ბრალი წაყენებული მუხლის შეცვლა მოითხოვა. რის გამოც ბრალდებულის ადვოკატებმა დრო ითხოვეს, რადგან საქმეში ახალი მტკიცებულებები არის წარმოდგენილი.
სისხლის სამართლის საქმეში მხარეებს შორის დებატები სასამართლო განხილვის დამოუკიდებელი ეტაპია. ის შედგება პროკურორის, დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის ან მათი წარმომადგენლების, ბრალდებულისა და ადვოკატის გამოსვლებისაგან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სასამართლო სხდომაზე ნათელმხილველმა, რომელსაც ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალების დღეს დაურეკა, ჩვენება მისცა. დაკითხვის დაწყებამდე მან თქვა, რომ ემუქრებიან ამ ნათელმხილველმა უთხრა ყოფილ ჩინოვნიკს, რომ მის ნაცემ ცოლს ეძინა და დილამდე ასე იქნებოდა.
ცნობისთვის, ასტანაში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო გრძელდება, კაცი ბრალდებულია მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას უკიდურესი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.
სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.
სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.
მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.
გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.
კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.
სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.
მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომა პირდაპირი ეთერით გადაიცემა.