„ქართული ოცნება“ კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი კონტრაქცია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყვეს, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ“ - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დღეს დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი კონტრაქცია მისი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყო, რომელიც ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ.
„ქართული ოცნება" კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი დიდი კონტრაქცია მათ მოაწყვეს ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება.