აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები, ამისთვის ვარ დღეს აქ“– ცოტნე ივანიშვილი (ვიდეო)
პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი შვილი, ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობს. ისინი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეურთდებიან.
„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.