თეგებით ძიება

„გაიღვიძეთ, ხალხო, რა დროს ნაც-ქოცობა და რა დროს სამსახურზე ნერვიულობაა…“ - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

„რუსეთის სპეცოპერაცია ტარდება საქართველოში, რომელიც ძირს გამოულპობს ჩვენ დამოუკიდებლობას და შეჭამს იმ დემკრატიას, რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩენია…

ხანდახან მშურს იმ ხალხის, ვინც ვერ აღიქვამს მდგომარეობის სირთულეს და უდარდელად აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ მერე მახსენდება, რომ მაგ უდარდელობაში და გულუბრყვილობაში კარგი და საყვარელი არაფერია…

1921 წელსაც ჩაის სვამდა თბილისი, როცა მხოლოდ იუნკერები აკვდებოდნენ მტერს. როცა ქართველები მიხვდნენ თავიანთ დიდ უბედურებას, ვეღარც აჯანყდნენ 1924 წელს. 

ჩემი ვალია და ყველა იმ ადამიანის ვალია ერის გამოფხიზლება, ვინც ვხვდებით გავლენის რა ოპერაციას გვიტარებს რუსეთი ბიძინას და მისი მონების ხელით. 

გაიღვიძეთ, ხალხო, რა დროს ნაც-ქოცობა და რა დროს სამსახურზე ნერვიულობაა… გაიღვიძეთ და გააღვიძეთ ყველა თქვენ გარშემო - ახლა სჭირდება სამშობლოს დაცვა!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა